ლაშა ტალახაძე კონტინენტის უძლიერესი ძალოსანი გახდა

ლაშა ტალახაძე კონტინენტის უძლიერესი ძალოსანი გახდა. ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა კონტინენტის მოსახლეობამ საუკეთესოდ ლაშა ტალახაძე ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

"ხმათა უმრავლესობით მსოფლიოს მრავალგზის უძლიერესი ძალოსანი ევროპაშიც საუკეთესოდ დასახელდა. ლაშა ტალახაძეს ჯილდო ალბანეთში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცემა! ლაშა ტალახაძემ 2021 წელს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო და რეკორდებიც დაამყარა, სწორედ ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ ის 2021 წლის საუკეთესოდ ძალოსნად აღიარეს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.