ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა Brexit-ის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა Brexit-ის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. აღნიშნულ ინფორმაციას lefigaro.fr ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დოკუმენტს ხელი ევროკავშირის სახელით მოაწერეს.

დღის განმავლობაში შეთანხმებას ხელს ასევე მოაწერს დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი.

„შეთანხმება, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგია, რომლის დროსაც ევროკავშირმა უპრეცედენტო დონის ერთიანობა გამოავლინა. ეს სამართლიანი და დაბალანსებული შეთანხმებაა, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტურ ინტერესებს სრულად იცავს“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

24 დეკემბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კომპრომისს მიაღწიეს Brexit-ის შემდეგ პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე. შეთანხმება ითვალისწინებს სავაჭრო ურთიერთობებს კვოტებისა და ტარიფების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიაზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეებზე შეუზღუდავ წვდომასა და საზღვაო რესურზებზე დაბალანსებულ წვდომას. ბრიუსელი და ლონდონი ასევე შეთანხმდნენ, რომ საგარეო პოლიტიკის, სასანქციო რეჟიმებისა და თავდაცვის სფეროებში ქმედებების კოორდინაციას ადგილი არ ექნება.