თბილისში, ყოფილმა ქმარმა მეუღლე სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამნაშავე უკვე დააკავეს.
ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
როგორც შს სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.