კუბელი მიგრანტები მექსიკის საზღვართან აქციას მართავენ და აშშ-ში შესვლას ცდილობენ

ათობით კუბელი პროტესტს გამოთქვამს აშშ-ის საზღვართან ჩრდილოეთ მექსიკაში, სადაც ისინი ითხოვენ საზღვრის გადაკვეთის და შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მოთხოვნის უფლებას მიცემას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის სასაზღვრო კონტროლმა და მათ შორის პოლიციამ დამცავი აღჭურვილობით, ჩაკეტა ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოსკენ მიმავალი ხიდი ბეტონის ბარიერითა და ეკლიანი მავთულხლართებით.

სამართალდამცველები მიგრანტებს საზღვართან, მიმართავენ და აფრთხილებენ,რომ ნებისმიერ საზღვირს დამრღვევს დაიჭერენ.

25 წლის ჯონათან კასტრომ Reuters-თან კომენტარში თქვა, რომ მან ერთი წელი და რვა თვე გაატარა მექსიკაში მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი ითხოვა და მზადაა მთელი ღამის განმავლობაში გააპროტესტოს ვითარება.

როგორც მრავალი სხვა კუბელი, იგი უკან- საზღვარზე, გაგზავნეს „მექსიკაში დარჩენის“ პროგრამის ფარგლებში,რომელიც აშშ – ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკაცრი პოლიტიკის მთავარი ნაწილი არის მიგრაციის შესაჩერებლად, ამ გზით თავშესაფრის მაძიებლებს მექსიკის საზღვართან აყოვნებენ, სანამ მათი საქმის განხილვა მიმდინარეობს.