დემნა გვასალია გამოცემა Time-მმა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია გამოცემა Time-მმა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გვასალიას ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

"დემნას მიერ Balenciaga-სთვის შექმნილი კოლექციის თვალიერებისას ჩემი გული შეხტა და შემდეგ გაიხსნა. ასეთი გრძნობა ბოლოს ბავშვობაში, დედაჩემის მოდის ჟურნალების თვალიერებისას დამეუფლა. ვგრძნობ იმ ზრუნვასა და პატივისცემას, რომელიც დემნას, ბრენდის ისტორიისადმი აქვს". – წერს Time-ისთვის ეიფორიის მსახიობი ალექსა დემი.

ცნობისთვის, ყველაზე გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალში მოხვდნენ ზენდაია, ზოი კრავიცი, სარა ჯესიკა პარკერი, ენდრიუ გარფილდი, ამანდა სეიფრიდი, პიტ დევიდსონი და სხვა ვარსკვლავები.