რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25-28 მაისს რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
"თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00-დან 06:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.