უკრაინის ხელისუფლება სახელმწიფოს ხელმძღვანელთა რიგებში ვინმეს შესაძლო მკვლელობის შემთხვევაში მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსთან ვიდეოზარის დროს ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. მომზადებული ვიყავით. გავიყავით მე, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ გვესმოდა, რომ ესა თუ ის დანაკარგი რომ ყოფილიყო, ამ პროცესისთვის მზად ვიქნებოდით. მინისტრთა კაბინეტი ორ ნაწილად გავყავით, რომ ქვეყანა დაცული ყოფილიყო“, - ციტირებს მის სიტყვებს მედია.
ამავდროულად, დავოსის უკრაინულ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ მის მიმართ მკვლელობის მცდელობები საკულტო ფილმ „ზაზუნას დღეს“ შეადარა.
„ამდენი ძალისხმევა, ხალხმა დახარჯა ენერგია და ფული… მე მზად ვარ დავეხმარო მათ… მაგრამ დილით ვიღვიძებ და ვიღვიძებ. ამიტომ, ამ საკითხს ფილოსოფიურად ვეპყრობი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდნტმა.
უკრაინის ლიდერის „გადაყენების“ სულ მცირე ათი მცდელობა უკვე ჩაიშალა, ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა.