სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ცნო

ნახევარსაუკუნოვანი განხეთქილების შემდეგ, სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარა.

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა ჩრდილოეთ მაკედონიაში მორწმუნეებს განუცხადა, რომ მისმა ეკლესიამ მიიღო მაკედონელი მართლმადიდებელი ძმების ექვსი ათეული წლის წინანდელი მოწოდებები.

ეს ნაბიჯი კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქის ანალოგიურ გადაწყვეტილებას მოჰყვა. 1967 წლის შემდეგ, სერბეთისა და მაკედონიის ეკლესიებს ერთმანეთთან კონტაქტები არ ჰქონიათ.