ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

კორონავირუსით ინფიცირებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ამირან გამყრელიძეს არანაირი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება. ის სახლში იმყოფება, თვითიზოლაციაშია და აგრძელებს თვითმონიტორინგს.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.