თურქეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს
ამ ეტაპზე თურქეთმა ჩინეთისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 მილიონი დოზა მიიღო.
როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ფარმაცევტიკისა და სამედიცინო აღჭურვილობის ინსტიტუტი ვაქცინის ტესტირებას შეუდგება.
ტესტირება 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულებისთანავე, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.