ევროკავშირის ელჩი: ევროპული იდეის მიმართ ქართველი ახალგაზრდების ერთგულებით ყოველთვის მოხიბლული ვარ

როდესაც საქართველოს ახალგაზრდებთან ვსაუბრობ, ყოველთვის მოხიბლული ვარ მათი ენერგიითა და ევროპული იდეის მიმართ ერთგულებით. ჩვენი დღევანდელი საუბრებიდან ნათელია, რომ ჩვენი საერთო ღირებულებები ღრმად და მყარად არის ფესვგადგმული ქართულ საზოგადოებაში, რაც მისი მომავლის მიმართულებას მკაფიოდ განსაზღვრავს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გურიაში ახალგაზდებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ამჯერად, მე ყურადღებას ვამახვილებ ახალგაზრდებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ჩვენი სტრატეგიის ეს ორი მთავარი ელემენტი საქართველოს მოდერნიზებასა და ევროპასა და მსოფლიოში საკუთარი ღირსეული ადგილის დაკავებაში ეხმარება. დღეს მე სკოლაში დავბრუნდი. ეს არის ადგილი, საიდანაც პროფესიისა და სრულყოფილებისაკენ მიმავალი გზა იწყება. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ოზურგეთის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, მათთან ამბიციებსა და გამოწვევებზე საუბარი და ევროკავშირის შესახებ შინაარსიანი დისკუსიის გამართვა.

როდესაც საქართველოს ახალგაზრდებთან ვსაუბრობ, ყოველთვის მოხიბლული ვარ მათი ენერგიითა და ევროპული იდეის მიმართ ერთგულებით. ჩვენი დღევანდელი საუბრებიდან ნათელია, რომ ჩვენი საერთო ღირებულებები ღრმად და მყარად არის ფესვგადგმული ქართულ საზოგადოებაში, რაც მისი მომავლის მიმართულებას მკაფიოდ განსაზღვრავს“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.