ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა. სანქცირებული რომან აბრამოვიჩი გაყიდვისგან სარგებელს ვერ მიიღებს

„გუშინ ღამით მთავრობამ გასცა ლიცენზია, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვის ნებართვას იძლევა”, - ამის შესახებ დაწერა „ტვიტერზე“ ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა კულტურის, მედიისა და სპორტის საკითხებში ნადინ დორისმა.

რიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გარიგებიდან რუსი მფლობელი, რომან აბრამოვიჩი სარგებელს ვერ მიიღებს.

ცნობისთვის, „ჩელსის“ გაყიდვით სრულდება აბრამოვიჩის მიერ კლუბის ფლობის თითქმის ოცწლიანი ისტორია. კრემლთან და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ რუს ოლიგარქს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესა.

შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს 140 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა. განვლილ 15 წელიწადში ლონდონელებმა 5-ჯერ მოიგეს ინგლისის პრემიერ ლიგა, ერთხელ - ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ - ევროპა ლიგა, ხოლო ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასები ჯამში რვაჯერ. ამასთანავე აბრამოვიჩმა გუნდის წარმატებისთვის უამრავი მილიონი დახარჯა ფეხბურთელების შესაძენად.


 ასევე წაიკითხეთ: