იემენის აეროპორტში სროლის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საპორტო ქალაქ ადენის აეროპორტში აფეთქებისა და სროლის ხმა თვითმფრინავიდან ახალი მთავრობის წევრების ჩამოსვლისას გაისმა.
პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს.