მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს კორუფციასა და სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენეს. პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის 30 დღით დაკავება მოითხოვა. ამის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის სპიკერმა მარიანა ჩერპეკმა განაცხადა.
„დოდონს ბრალი წაუყენეს ოთხშაბათს დაკითხვისას; საქმე აღიძრა [მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის] 324-ე მუხლით (პასიური კორუფცია), 181/2 მუხლით (დაფინანსების მიღება კრიმინალური ორგანიზაციიდან), 337-ე მუხლი (ღალატი) და 330/2 მუხლი (უკანონო გამდიდრება)“, - განუცხადა ჩერპეკმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს.
დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი 2016 წლის დეკემბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო. მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთთან და ხშირად ხვდებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. დოდონი მოლდოვის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით მოსკოვში 2017 წლის იანვარში ჩავიდა. იმავე წელს, 9 მაისს, ერთადერთი უცხოელი პრეზიდენტი იყო, რომელიც წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმს დაესწრო. 2020 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დოდონა დაამარცხა მაია სანდუმ, რომელსაც პროდასავლური კანდიდატი უწოდეს. დოდონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მოლდოვის დატოვებას და ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს.