შეიძლება ამნისტია პატიმრობაში მყოფ სტუდენტებსაც შეეხოთ

შეიძლება ამნისტია პატიმრობაში მყოფ სტუდენტებსაც შეეხოთ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობისას გაისმა მოსაზრებები, რომ გამოირიცხოს კონკრეტული დანაშაულის მუხლები.

"გვინდა, რომ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ საპატიმროში ყოფნის პარალელურად, მოხდეს გავრცელება ამნისტიისა. ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამნისტია აქაც ვერ იქნება უპირობო და ვფიქრობთ, რომ, მაგალითად, შინაპატიმრობით შეიცვალოს სასჯელი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ თვალსაზრისით და კარგ შესაძლებლობას გაუხსნის პირებს, რომლებსაც, თუნდაც, ამ გზით აქვთ ნაჩვენები მათი რესოციალიზაციის რეალური განზრახვა და გადაწყვეტილება", - განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც ცნობილია, ამ ინიციატივის ფარგლებში "სტუდენტობა" ამნისტიისთვის საჭირო ერთ-ერთი შემამსუბუქებელი გარემოება იქნება.

საქართველოს პარლამენტი "ამნისტიის კანონის" პროექტზე მუშაობს. კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს