მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის შესახებ სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთო ენუქიძეა, რომელმაც მანამდე პარლამენტში შესვლაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს.
ხელფასის დანიშვნის მიზნით, პარლამენტს ბაჩუკი ქარდავამ და ტარიელ ნაკაიძემ მიმართეს.
ბაჩუკი ქარდავა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელფასს საგაზაფხულო მწვავე საპროტესტო აქციებისთვის გამოიყენებს და ამ ფულით შეიძენს ტექნიკურ აღჭურვილობას, მეგაფონებსა და საწვიმარს.
მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, საფინანსო დეპარტამენტს მიმართა და ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა.