უკრაინამ 1.8 მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა შეისყიდა

უკრაინამ ჩინური კომპანია Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით კონტრაქტი გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება ვაქცინის 1.8 მილიონი დოზის შესყიდვას ითვალისწინებს.

უკრაინაში, 29 დეკემბერს, კორონავირუსის 7 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 243 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით 1 045 348 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან დაიღუპა 18 324 და გამოჯანმრთელდა 698 190 პაციენტი.