სომხეთში ხორბლის, მესლინის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირის თესლისა და წიწიბურას ექსპორტზე 6-თვიანი აკრძალვა დაწესდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება 26 მაისს სომხეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. აღნიშნულია, რომ ადგილობრივი წარმოების გამო სომხეთი ამ პროდუქტზე ბაზრის შიდა მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს, რაც ძირითადად, იმპორტითაა განპირობებული.
აკრძალვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე არ ვრცელდება. ევრაზიული კავშირის წევრები არიან სომხეთი (2015 წლის 2 იანვრიდან); ბელორუსი (2015 წლის 1 იანვრიდან); ყაზახეთი (2015 წლის 1 იანვრიდან); ყირგიზეთი (2015 წლის 12 აგვისტოდან); რუსეთი (2015 წლის 1 იანვრიდან).