კიშინიოვის სასამართლომ მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს კორუფციასა და ღალატში ადანაშაულებენ. პოლიტიკოსს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მანამდე, მოლდოვის პროკურორმა პეტრ იარმალიუკმა მედიას განუცხადა, რომ გამოძიებამ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომლებიც დოდონის ქვეყნიდან წასვლის განზრახვას ადასტურებს.
კერძოდ, მისი თქმით, იგორ დოდონს ჩხრეკისას თვითმფრინავის ბილეთები და უცხოურ ვალუტაში არსებული დიდი ოდენობით თანხა აღმოუჩინეს.
24 მაისს, მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა იგორ დოდონი 72 საათის განმავლობაში დააკავეს.
სოფელ სადოვაში ექსპრეზიდენტის და მისი დედის სახლი გაჩხრიკეს. მეორე დღეს, დოდონს ბრალი პასიურ კორუფციაში, უკანონო გამდიდრებაში, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მეშვეობით პარტიის დაფინანსებასა და სამშობლოს ღალატში წაუყენეს.