მსახიობი რეი ლიოტა გარდაიცვალა

ამერიკელი კინომსახიობი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, მსახიობი დომინიკის რესპუბლიკაში, გადაღებებზე იყო ჩასული. 

რეი ლიოტას ყველაზე ცნობილი კინოროლი 1990 წელს მარტინ სკორსეზეს კინოფილმ „დიდებულ ბიჭებში“ აქვს შესრულებული. 

ლიოტა 1988 წელს ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული.