საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს „მისი ზეციური მფარველის, მოციქულთასწორის წმინდა კირილეს ხსენების დღე"მიულოცა.
მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე მილოცვა 24 მაისს გამოქვეყნდა.
„თქვენო უწმინდესობავ!
მიიღეთ თქვენი ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი ჩვენი გულითადი მილოცვა. მოციქულთასწორთა წმინდა კირილესა და მეთოდეს ლოცვებით ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს პირველმღვდელთმთავრულ მსახურებაში", - წერს ილია მეორე კირილს.