კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, - NATO-ში კანადის დელეგაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„დაგვიანებით ვულოცავთ NATO-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს. კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, მათ შორის NATO-ში საბოლოოდ წევრობას“, – წერს NATO-ში კანადის დელეგაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც
- ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში
- ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს