კომპანია Step’n ჩინეთში, კრიპტობოტასის მომხმარებლებს GPS-ის მიწოდებას შეუზღუდავს

კომპანია Step’n-ის ცნობით, 15 ივლისიდან იძულებული იქნება, ჩინეთში Step’n ბოტასის მომხმარებლებს GPS-ის მიწოდება შეუზღუდოს. კომპანიამ გადაწყვიტა, მარეგულირებელ პოლიტიკაზე აქტიური რეაგირების მიზნით, Step’n პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების [Software Users] ინვენტარიზაცია ჩაატაროს.

„თუ ჩინეთში მომხმარებლებს აღმოვაჩენთ, Step’n, გამოყენების პირობების შესაბამისად, შეწყვეტს GPS-ის მიწოდებას მათი ანგარიშებისთვის 2022 წლის 15 ივლისის 00:00 საათზე”, — წერია Step’n-ის განცხადებაში.

კომპანიის ამ განცხადებამ გავლენა მოახდინა ტოკენზე. გამოცემა CryptoSlate-ის ინფორმაციით თამაშში არსებული ტოკენის, GST-ის ფასი 40%-ით დაეცა. ამჟამად მისი ფასი 1.66 აშშ დოლარია. ამასთან, დაეცა GMT ტოკენის ფასიც.CryptoSlate-ის ცნობით, ერთ დღეში GMT-მ 37%-ით დაიკლო.

Step’n პირველი Move to Earn (იმოძრავე, რომ გამოიმუშაო) აპლიკაციაა, სადაც მოთამაშეები სრულად ფლობენ თამაშში არსებულ აქტივებს, რომელთა გაცვლაც შესაძლებელია კრიპტო ან სხვა ვალუტაში. Step’n-ის შემთხვევაში ფულის გამომუშავება დამოკიდებულია გადაადგილებაზე.