არგენტინამ აბორტის ლეგალიზების კანონს მხარი დაუჭირა

არგენტინის პარლამენტმა 38 ხმით 29-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმად აბორტი ნებადართული იქნება ორსულობის 14 კვირამდე. მედია წერს, რომ გადაწყვეტილება დიდ ცვლილებას წარმოადგენს ამ რეგიონში, სადაც ორსულობის შეწყვეტის მკაცრი კანონები მოქმედებს.

„კანონს ეწინააღმდეგება კათოლიკური ეკლესია, რომელსაც დიდი გავლენა აქვს არგენტინაში. დღემდე აბორტი მხოლოდ გაუპატიურების და იმ შემთხვევებში იყო დაშვებული, როცა დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. აბორტი სრულად არის აკრძალული ელ სალვადორში, ნიკარაგუაში და დომინიკანელთა რესპუბლიკაში, მხოლოდ გამონაკლისია დაშვებული სამხრეთი ამერიკის ქვეყანათა უმეტესობაში“, - წერს France24.

მხოლოდ ურუგვაი, კუბა, გაიანა და მექსიკა აძლევენ ქალებს ნებართვას, გაიკეთონ აბორტი, დადგენილი კვირების ორსულობის შემთხვევაში.

არგენტინამ დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმად აბორტი ნებადართული იქნება ორსულობის 14 კვირამდე