COVID-19- ის ახალი, უფრო გადამდები შტამი, რომელიც პირველად დააფიქსირეს გაერთიანებულ სამეფოში, ახლა სამხრეთ კალიფორნიაშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ გუბერნატორმა გევინ ნიუსომ განაცხადა.
აღნიშნულ ინფორმაციას abc30.com ავრცელებს.
როგორც სან დიეგოს ოლქის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი შტამი 30 წლის კაცს დაუდასტურდა. მათ მიაჩნიათ, რომ სავარაუდოდ, სხვა შემთხვევებიც იქნება მათ ტერიტორიაზე, რადგან მამაკაცს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონდა.