ახალი წლის ღამეს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა, გამონაკლისის სახით ახალი წლის ღამეს მოიხსნება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ამის მიუხედავად, ცქიტიშვილის თქმით, მათი მოწოდებაა, რომ ვიწრო საოჯახო წრეში აღინიშნოს ახალი წელი.

„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21 საათიდან დილის 5:00 საათამდე და ისევ ძალაში რჩება გამონაკლისი საახალწლო ღამის და შობის ღამის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.