თბილისში, ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, 29 მაისს 5 ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმა 30-მდე კაცმა განახორციელა. ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი აცხადებს, მათზე ფიზიკურად იძალადეს და ქვები ესროლეს.