ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საახალწო მიმართვაში კორონავირუსთან ბრძოლის საკითხსა და პანდმიასთან გამკლავების იმედებზე ისაუბრა.
2021 წლის დასაწყისი 2020 წლის დასასრულის მსგავსი იქნება. მაგრამ მომავალ წელს გვირაბის ბოლოს სინათლე კიდევ უფრო გაძლიერდება. იმედი მაქვს, რომ 2021 წელს სიტყვას COVID-19 მისთვის შესაფერ ადგილს მივუჩენთ: ისტორიის წიგნებსა და ლექსიკონებში. დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი და გვქონდეს იმედი იმისა, რომ საქართველოსა და ევროპაში ნელ-ნელა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ნება მომეცით, ყველა ჩვენგანის სახელით მოგილოცოთ ახალი წელი! გილოცავთ ახალ წელს“, - აცხადებს ელჩი მიმართვაში