ნეპალის მთებში სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა

ნეპალის მთებში, რადარებიდან გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელშიც 22 ადამიანი იმყოფებოდა.

Tara Airlines-ის თვითმფრინავმა, რომელიც 15 წუთიან ფრენას ასრულებდა მთის სოფელ ჯომსომში, აეროპორტთან მალევე დაკარგა კონტაქტი. ხელისუფლების ცნობით, დაკარგული ლაინერის მგზავრებს შორის ინდოეთის ოთხი, ხოლო გერმანიის ორი მოქალაქეა.

თვითმფრინავის ძებნა გრძელდება.