კარლ ჰარცელი: საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საუბრობს მის სურვილებზე, საახალწლო მიმართვაში.

საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ. დღესასწაულები დაფიქრებისა და დასვენების დროა. წელს ბევრი ჩვენგანი დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებთან ერთად ვერ გაატარებს. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილისგან შორს ვიქნებით - ერთი მათგანი შობას ირლანდიაში შეხვდება, ხოლო მეორე - შვედეთში, ამბობს ელჩი.