სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, გაზის მიწოდების ახალ სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა. ფასზე ახლა ვერ ვისაუბრებ, ყველა დეტალი გაზპრომთან იქნება შეთანხმებული“, - განუცხადა ვუჩიჩმა ჟურნალისტებს.
სერბეთს 10-წლიანი კონტრაქტი რუსულ გაზპრომთან 31 მაისს ეწურება. სერბეთი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად, ბოლო დროს დასავლეთის ზეწოლის ქვეშ მოექცა, რათა შეუერთდეს ბლოკს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში.
2008 წელს, ბალკანეთის ქვეყნის გაზისა და ნავთობის სექტორები რუსული კომპანიების ხელში აღმოჩნდა. „გაზპრომ ნეფტი“ და „გაზპრომი“ ქვეყნის ნავთობკომპანიის წილებს იზიარებენ.