ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 282 კოვიდინფიცირებული.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 227 420-ს.
ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 211 727-მდე.