25 წლის წინ ხელმოწერილი NATO-რუსეთის შეთანხმება აღარ ავალდებულებს ალიანსს, რადგან თავად რუსეთმა დაარღვია შეთანხმება უკრაინაში შეჭრით, ამბობს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა, რომელიც ვილნიუსში იმყოფება.
1997 წლის NATO-რუსეთის ჩარჩო შეთანხმების მიხედვით, ალიანსმა პირობა დადო, რომ მუდმივად არ განათავსებს მნიშვნელოვან ძალებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ამავე დროს, რუსეთი ვალდებულია, თავი შეიკავოს მეზობლების წინააღმდეგ აგრესიისგან, მაგრამ როგორც მირჩა ჯოანამ აღნიშნა, რომ რუსეთმა ამ დამფუძნებელი აქტის ყველა შინაარსი შეთანხმების დარღვევით ძირითადად გააუქმა.
მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ ალიანსის ყოფნა რეგიონში გაძლიერდება, მაგრამ ძალების კონკრეტული რაოდენობა უცნობია. საბოლოო გადაწყვეტილებები მადრიდში NATO-ს სამიტზე მიიღება.
„ჩვენ გვესმის რაოდენობის მიმართ ინტერესი, მაგრამ ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ ხარისხს. ჩვენ ველით ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჩვენი ლიდერებისგან მადრიდში“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.
ივნისში, მადრიდში,NATO-ს სამიტზე ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებენ.