უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს უკრაინის დატოვების უფლება მისცეს. პოროშენკო პოლონეთის საზღვრის გავლით პოლიტიკურ შეხვედრაზე დასასწრებად გაემგზავრა.
პოროშენკომ განაცხადა, რომ აპირებს, დაესწროს ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ჰოლანდიაში, როტერდამში.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. თავად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს.
პოროშენკო ამჟამად პარლამენტის წევრი და ოპოზიციური პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერია.
პოროშენკოს მანამდე ორჯერ ჰქონდა ქვეყნის დატოვების მცდელობა.