კელი დეგნანი: ამერიკელებმა და ქართველებმა აჩვენეს, რომ შეგვიძლია ერთად დგომა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საახალწლო ვიდეომიმართვას ავრცელებს.

კელი დეგნანი მიმართავს მოსახლეობას და აღნიშნავს, რომ ის ძალისხმევა, რომელიც მოქალაქეებმა გაიღეს, ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად, სამაგალითო იყო და რომ ამ გზით ძალიან ბევრი სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.

„ეს წელი მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის რთული იყო, გაურკვევლობის, ცვლილებებისა და ძალიან დიდი დანაკარგის გამო. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენი ოჯახი, მეგობრები და კოლეგები და რამდენად ვაფასებთ ერთად გატარებულ დროს. 2020 წლის გამოწვევებმა ხელი ვერ შეგვიშალა, გვეპოვა ახალი გზები საქართველოში ჩვენი მნიშვნელოვანი საქმის გასაგრძელებლად. ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამდენი რამის წარმატებით შესრულება შეგვიძლია ერთად მუშაობით.

კოვიდი ვერ შეგვიშლის ხელს! პანდემიის დაწყებისთანავე მთელი ჩვენი გუნდი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად გაერთიანდა. თქვენმა საქმემ, პირდაპირი მნიშვნელობით, გადაარჩინა ადამიანების სიცოცხლე. ამერიკელებმა და ქართველებმა აჩვენეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ერთად ვიდგებით, მიუხედავად გამოწვევებისა.

სხვათა შორის, ამ კარგმა საქმემ მათი ყურადღებაც მიიპყრო, ვინც საქართველოში ადრე მსახურობდა. მომწერეს ელექტრონული ფოსტით, დამიტოვეს შეტყობინებები და გამომიგზავნეს ვიდეოები,რათა გაეზიარებინათ მოგონებები მათი არაჩვეულებრივ მეგობრებისა და საქართველოს შესახებ, თუ რა ენატრებათ ყველაზე მეტად და როგორ გისურვებენ უსაფრთხო და წარმატებულ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით“, - ამბობს კელი დეგნანი მიმართვაში.

მიმართვა ელჩმა ქართული სიტყვებით დაასრულა და ყველას ქართულად მიულოცა ახალი წელი:

„მხოლოდ დიდებულ ქვეყანას შეუძლია ამდენი მეგობრის შეძენა და ასეთი თბილი და ხანგრძლივი მოგონებების შექმნა.ჩემი თბილისში ყოფნის 11 თვის თავზე, მეც არაჩვეულებრივი მოგონებები დამიგროვდა, ამ მშვენიერი ქვეყნის აღმოჩენით, ახალი მეგობრების შეძენითა და საქართველოს მდიდარი ისტორიის გაცნობით. ახალ წელს მეტის გაკეთების მოუთმენელი სურვილით ველი. საქართველოში აშშ-ის მისიის წევრებისა და სანტას სახელით მინდა ყველას მოგილოცოთ სადღესასწაულო სეზონი და ჯანმრთელი და ბედნიერი ახალი წელი გისურვოთ. გაუმარჯოს! გილოცავთ ახალ წელს!“.