სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს, 23:00 საათიდან თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტი გაიმართება.
წლევანდელი გალაკონცერტი განსხვავებული ფორმატის იქნება - შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წარდგებიან, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენს.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროექტი სწორედ აივნებზე, ტერასებზე და ფანჯრებთან მოწყობილი პერფორმანსების იდეას ეფუძნება. გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე, იქნება პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გალაკონცერტის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული დაწესებული რეგულაციები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდები შეასრულებენ, მაღალი რისკის მქონე შემსრულებლები კი საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან ჩაერთვებიან. კონცერტი პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემა.
საახალწლო კონცერტის რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და დავით დოიაშვილი არიან.
მუსიკალური ხელმძღვანელი დათო ევგენიძე, ხოლო დამდგმელი მხატვარი თამარ ფოცხიშვილია. კონცერტს გაუძღვებიან ია სუხიტაშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიორგი ბახუტაშვილი და ნინო ნოდია წაიყვანენ.