ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა. დაშავებული კაცი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.