ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს მიესალმა, თუმცა პროცესის შეფერხება გააკრიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს მიესალმა, თუმცა პროცესის შეფერხება გააკრიტიკა. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობა. ჩვენ ერთსულოვანი ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუღებელია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-5 და მე-6 პაკეტების დამტკიცებას შორის 50 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა ვხედავთ პროგრესს მე-6 სანქციების პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულმა ძირითადმა შეზღუდვებმა უნდა აიძულოს ის, დაასრულოს ომი.

როგორც ცნობილია, 30 მაისის საღამოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ. ის ითვალისწინებს რუსული ნავთობის ორი მესამედის იმპორტზე ემბარგოს და რუსული Sberbank-ის გათიშვას SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ.