NATO-ს გენერალური მდვანი იენს სტოლტენბერგი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება. ინფორმაცია ალიანსმა გაავრცელა. ნათქვამია, რომ სტოლტენბერგი აშშ-ის დედაქალაქში პარასკევამდე დარჩება და შეხვდება შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს, მათ შორის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს და პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს.
სტოლტენბერგი ასევე სიტყვით გამოვა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში (SAIS).