დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ იდგა და დგას ჩვენ გვერდით, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი მადლობას უხდის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
„მადლობა სახელმწიფო დეპარტამენტს ჩვენი, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ იდგა და დგას ჩვენ გვერდით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს.