საქართველო ნამდვილად იმსახურებს ხელშესახებ შედეგს ევროკავშირისგან, ჩვენი რეფორმები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განუცხადა.
- საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია
- სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
„დღეს ჩემი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მექნება შესაძლებლობა, შევხვდე რამდენიმე ევროკომისარს და ევროპარლამენტარს. რა თქმა უნდა, მათთან გვექნება საუბარი ჩვენს მოლოდინებზე, იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს დღეს, რომ საქართველომ მიიღოს პოზიტიური დასკვნა ჩვენ მიერ წარმოდგენილ კითხვართან დაკავშირებით.
იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები იქნება ძალიან ღია, ძალიან შინაარსიანი, გვექნება შესაძლებლობა, გავცვალოთ ხედვები, მოლოდინები და ის პერსპექტივები, რომლებიც საქართველოს აქვს ამ პროცესში“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს პრემიერმა 10 მაისს გადასცა.
- ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა
- საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი