ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო დავა დეპის გამარჯვებით დასრულდა.
ჰოლივუდის მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ასევე მსახიობს ემბერ ჰერდის ნაფიცმა მსაჯულებმა დეპის სასარგებლოდ, მიყენებული რეპუტაციული ზიანის გამო, 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, ხოლო თავად ჯონი დეპს ჰერდის მისამართით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა.
ჯონი დეპი ვერდიქტის გამოტანას არ დასწრებია და პირველი კომენტარი სოციალურ ქსელ Instagram-ში გააკეთა.
"ექვსი წლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა ცხოვრება დამიბრუნეს, რისთვისაც მადლობელი ვარ", - წერს დეპი.
ამასთან, ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ემბერ ჰერდმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით გულგატეხილია.
ცნობისთვის, სასამართლო პროცესი აპრილში დაწყო, რომელიც 6 კვირა გაგრძელდა, ჯამში 100 საათზე მეტხნიანი დაკითხვებით.