თბილისის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისათვის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი 3 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება.

სააგენტოს ცნობით, რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge. 3-10 ივნისის პერიოდში რეგისტრაციას პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები შეძლებენ.

ეს კატეგორიებია:

  •  ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
  •  სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა);
  •  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; 
  • დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი); 
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.
  • მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი); 
  • სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობი მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).