წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეკლესიების ავტოკეფალიის აღიარების ამბიციებს. ეს ამონარიდია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან, რომელიც საქართველოში რელიგიის თავისუფლებას ეძღვნება.
„რელიგიურმა ლიდერებმა კვლავ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომლებიც რჩებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების ადმინისტრაციული კონტროლის მიღმა, დე ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდა ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია (ROC) ორივე რეგიონში მართლმადიდებლური ეკლესიის კუთვნილებად აღიარეს, მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ახდენდა ზეწოლას მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, რათა გაერთიანებულიყვნენ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, მაშინ როცა ოკუპირებული აფხაზეთის ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე აგრძელებდა ავტოკეფალიის აღიარებისადმი მხარდაჭერას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენის მიერ რელიგიური თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონები და პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს.
„კონსტიტუცია კრძალავს რელიგიურ დევნას და აღიარებს თანასწორობას ყველასთვის, განურჩევლად რელიგიისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების გათვალისწინებით. ის ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (GOC) დამოუკიდებლობას და აღიარებს საქართველოს ეკლესიის „გამორჩეულ როლს“ ქვეყნის ისტორიაში. კანონები და პოლიტიკა ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიში მედიაში გავრცელებულ ფარული მიყურადების ცნობებსაც შეეხო. „სექტემბერში, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გაშუქებული დოკუმენტები, როგორც ჩანს, აჩვენებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიურ ლიდერებსა და სხვათა ფართო თვალთვალს და მათ საუბრებს პოლიტიკურ ოფიციალურ პირებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან და სხვებთან“, - აღნიშნულია სახელმწიფ დეპარტამენტის ანგარიშში.