„მოლდოვის საკონსტიტუციო ნეიტრალიტეტს რუსეთი არ სცემს პატივს, რადგან აქ რუსული ძალები უკანონოდ არიან განთავსებულნი. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირებული ნეიტრალიტეტი ჩვენ გვიცავს“, – შესაბამისი განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა, ბრატისლავაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა.
სანდუს განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ სჯერა, რომ ნეიტრალურობა უნდა შენარჩუნდეს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება აცნობიერებს არსებულ რისკებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის წინაშეა.
მისივე თქმით, მოლდოვას სჭირდება ევროპის დიდი ოჯახის წევრობა, რომ უფრო დაცულად იგრძნოს თავი.