წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე განაცხადა.
„წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას. რა გზავნილს უგზავნიან ისინი სხვა ქვეყნებს, ჩვენ სამეზობლო ქვეყნებს, რომ ესენი იყვნენ ლოიალური ქვეყნები უვიზო ხელშეკრულება გვქონდა, ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამჟამად ამას ყველაფერს ასრულებენ, შეიტანეს განაცხადი და ევროკავშირმა მიიღო უცბად გადაწყვეტილება, რომ არ მიანიჭოს სიმბოლური კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება შეცდომა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ახლა ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას
- ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან - დავუდასტურე, რომ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით
- ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს