სევეროდონეცკთან თავდასხმისას Reuters-ის 2 ჟურნალისტი დაშავდა და მძღოლი დაიღუპა

CNN-ის ცნობით, უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკთან თავდასხმისას შედეგად Reuters-ის ორი ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო ავტომობილის მძღოლი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ დაიღუპა.

Reuters-ის წარმომადგენლის განცხადებით, რეპორტიორების გადაადგილების დროს გამოცემის ორმა ჟურნალისტმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, როდესაც სევეროდონეცკისკენ მიმავალ გზაზე მათ ცეცხლი გაუხსნეს.

„ისინი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ მიწოდებული ავტომობილებით მოძრაობდნენ, რომელსაც სეპარატისტების მიერ დანიშნული პირი მართავდა. ავტომობილის მძღოლი დაიღუპა", – თქვა Reuters-ის წარმომადგენელმა.