კიევის ოლქში დაბომბვას ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ემსხვერპლა

უკრაინაში, გაიდარი კიევის ოლქში, დასახლება შევჩენკოვოში დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ჟურნალისტი 11 ან 12 მარტს დაიღუპა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

ამ ეტაპზე სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:

უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა