ლუგანსკის ოლქში საარტილერიო ცეცხლს საევაკუაციო ავტომობილში მყოფი "BFM TV"-ის ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკი ემსხვერპლა.
„ლუგანკის ოლქიდან ევაკუაციის პროცესი, ოფიალურად შეჩერებულია, „რაშისტებმა“ ხალხის წამოსაყვანად მიმავალ ავტომობილს ესროლეს. დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი“,- ინფორმაცია ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა
- კიევის ოლქში დაბომბვას ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ემსხვერპლა