„ვფიქრობ, 2021 წელს, ნებისმიერ დაბრკოლებას გადავლახავთ ჩვენი პარტნიორობის, სოლიდარობის, ჩვენი კარგი მეზობლობის ფარგლებში“, - ამის შესახებ თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი საახალწლო მილოცვაში საუბრობს.
„მინდა მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, ჯანმრთელობა, ბედნიერება, კეთილდღეობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება და სიმშვიდე ჩვენი რეგიონისთვის, ქართველი და თურქი ხალხისთვის.
მინდა აღვნიშნო, რომ 2020 წელს, ჩვენ ვაჩვენეთ ერთად დგომის მაგალითი კოვიდპანდემიასთან და სხვა სირთულეებთან ბრძოლის კუთხით. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი უფრო უკეთესი იქნება და ვფიქრობ, გადავლახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას ჩვენი პარტნიორობის, სოლიდარობის, ჩვენი კარგი მეზობლობის ფარგლებში.
ყველაზე მეტად გაგვაძლიერებს ნდობა, თანადგომა, საერთო ღირებულებები, ჩვენი ძლიერი მეგობრობა და პარტნიორობა“, - აცხადებს თურქეთის ელჩი.